მსოფლიო ბანკმა 2019 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6,2%-ზე დატოვა, თუმცა მომავალი წლის მაჩვენებელი 6,1%-მდე შეამცირა აქამდე არსებულ 6,2%-დან.
ნეგატიურ ფაქტორებს შორის სახელდება დაძაბული ურთიერთობა აშშ-ჩინეთს შორის. ვაშინგტონის მხრიდან 10 მაისიდან გაზრდილი საბაჟო ტარიფები მსოფლიო ბანკის ექსპერტების განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაზე 0,2-პროცენტიან ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
ამავდროულად, მსოფლიო ბანკი მიანიშნებს უკვე 2019 წლის პირველ კვარტალში არსებულ დადებით მაჩვენებლებზე. რაც შეეხება მომდევნო წლებს - 2021 წლისთვის ორგანზიაცია ჩინეთში 6 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
2018 წლის ჯამში ჩინეთის მშპ 6,6%-ით გაიზარდა, მაშინ როცა მანამდე პროგნოზირებული იყო 6,8%.