„Forbes კვირასთან“ ინტერვიუში ავსტრიის ელჩი არად ბენკო მის მშობლიურ ქვეყანაში ენრეგო-ტურიზმის გამოცდილებაზე საუბრობს.
მისი თქმით, ავსტრიაში არის რამდენიმე ისეთი ჰესი, რომლის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაც ტურისტულად ძალიან საინტერესო და მიმზიდველია.
„აღმოსავლეთ ავსტრიაში არის ქალაქი, რომელშიც ენერგო პროექტებია განხორციელებული და მათ დასათვალიერებლად ხშირად ჩამოდის არნოლდ შვარცნეგერი, რომელსაც თავის მხრივ უამრავი ტურისტი მოყვება, როგორც ჰესის, ისე თავად მსახიობის ნახვის მიზნით. რაც შეეხება საქართველოს, მე თუ მკითხავთ, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ტურისტული შესაძლებლობების თვალსაზრისით...
ენერგეტიკის სექტორით ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან პირდაპირი ინვესტიციების ერთი-მესამედი სწორედ ამ სექტორზე მოდის. ქვეყანა ერთი მხრივ აქტიურია ჰესების მშენებლობის თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ შესაბამისი ტურბინების მიწოდების კუთხით. სხვათა შორის, არაგვზეც გვაქვს საშუალო სიმძლავრის ჰესი აშენებული, რომელიც ტურისტული კუთხითაც საინტერესო ლოკაციაა. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ბაიკერები ხშირად გადიან ამ გზას, რომელიც ჰესთან არის და შეუსაბამოა მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან“,- აცხადებს ელჩი.