„ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა, არ ვიცი ელჩის განცხადება რას უკავშირდება"

ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა, არ ვიცი ელჩის განცხადება რას უკავშირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ავსტრიის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც საქართველოში ბიზნესის კეთების შესახებ კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა.

„რაც შეეხება ბიზნესის კეთებას საქართველოში, ამას აკვირდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და ყოველწლიურად ქვეყნდება მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია შესაძლებლობა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ქვეყანაში და საქართველოს ყოველთვის მოწინავე ადგილასაა. კონკრეტულად არ ვიცი რაზეა საუბარი და რას უკავშირდება მისი განცხადება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკომ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. როგორც მან აღნიშნა - „მუდმივად გვიწევს საქართველოში გადაწყვეტილების მიუღებლობის პრობლემასთან შეჭიდება“.