დავით ნარმანია - ლილოს ნაგავსაყრელი დროთა განმავლობაში დასახურია

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელი დროთა განმავლობაში დასახურია.

როგორც დავით ნარმანიამ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ლილოს ნაგავსაყრელი ვერ აკმაყოფილებს იმ ძირითად მოთხოვნებს, რომელსაც ნაგავსაყრელი უნდა აკმაყოფილებდეს.

"ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებით ჩვენ პოლიტიკური დაპირება გავეცით არჩევნების წინ. ლილოს ნაგავსაყრელი არის დროთა განმავლობაში დასახური, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს იმ ძირითად მოთხოვნებს, რომელსაც ნაგავსაყრელი უნდა აკმაყოფილებდეს. ის არის მოსახლეობასთან საკმაოდ ახლოს და ქმნის დისკომფორტს და ჯანმრთელობისთვის არის საშიში. გარდა ამისა, აეროპორტთან არის ახლოს და "იკაოს" წესების საწინააღმდეგოა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროთა განმავლობაში დავხურავთ ლილოს ნაგავსაყრელს", - განაცხადა ნარმანიამ.