მოგებული ჯეკპოტის ბედნიერების ამბავი

ლალი ზურაბიშვილმა „ლოტო 6/36“-ის ჯეკპოტი - 857 007 ლარი - 2018 წლის 28 აგვისტოს მოიგო

ლალი ზურაბიშვილი „ლოტო 6/36“-ს სისტემატურად თამაშობს. იმ დღესაც, ტრადიციულად, სახლთან ახლოს მდებარე ლატარიის ჯიხურში „ლოტო 6/36“-ის რამდენიმე ბილეთი შეიძინა, მაგრამ ისევ უკან მიბრუნდა და ორი ბილეთიც დაამატა. სწორედ ამ ორიდან ერთ-ერთმა მოუტანა მას ჯეკპოტი - 857 007 ლარი! როგორც თავად იხსენებს, გათამაშების დროს რამდენიმე წუთით ეკრანს მოსცილდა და ვერ გაიგო, როდესაც მისი ბილეთის ექვსივე რიცხვი ლოტოტრონმა თანმიმდევრობით გამოავლინა, ამიტომ ეგონა, რომ მისი ბილეთი მოგებიანი იყო, თუმცა მოგებად გაცილებით ნაკლები - 4565 ლარი წარმოედგინა. საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვისცენტრში მისვლის შემდეგ, მისთვის ცხოვრებაში ყველაზე მაგარი სიახლე შეიტყო. გაიგო, რომ მისმა ბილეთმა გაცილებით მეტი - 857 007 ლარი - ჯეკპოტი მოიგო. ლალი ზურაბიშვილმა პირველად შვილს დაურეკა და დაუჯერებელი ამბავი აუწყა. ამბავი იმისა, რომ იმ დღეს ის მდიდარი ადამიანი გახდა.

მოგებული 857 007 ლარი მოგებულმა ბევრ კეთილ საქმეს მოახმარა. მას მშვიდი და უზრუნველი ხანდაზმულობა ხვდა წილად. და კიდევ ერთი ოცნებაც აისრულა - სოფლად სახლის მშენებლობა წამოიწყო და, რა თქმა უნდა, ლატარიის თამაშს კვლავაც განაგრძობს.

იყავი შემდეგი, შეიძინე ლატარიის ბილეთები მთელი საქართველოს მასშტაბით ლოტოს ჯიხურებში, საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვისცენტრებში, უბნის მაღაზიებში, დიდ სავაჭრო ობიექტებში, „ავერსისა“ და „გუდვილის“ ქსელში უშუალოდ სალაროებთან ან ონლაინ www.lotto.ge - ზე და თავად დარწმუნდი, რომ „ბედნიერებამდე ერთი თამაშია“.