სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 1 151.9 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 45.5 ლარით აღემატება.
მათ შორის ქალების ხელფასმა - 934.2 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 93.1 ლარით) შეადგინა.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირად ნაწილდება:
მსხვილი ბიზნესი – 1 205.6 ლარი,
საშუალო ბიზნესი – 1 291.2 ლარი,
მცირე ბიზნესი – 1 017 ლარი.
„საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.5 პროცენტით გაიზარდა და 22.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
ამასთან, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 663.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.2 პროცენტით აღემატება. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ კი 619.4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 2.6 პროცენტით მეტი).