LG-იმ მსოფლიოში პირველი  8K OLED ტელევიზორების გაყიდვები დაიწყო

სამხრეთ კორეულმა კომპნიამ LG უკვე ოფიციალურად დაიწყო მსოფლიოში პირველი 8K OLED ტელევიზორების გაყიდვები. პირველ ეტაპზე ტელევიზორები მხოლოდ სამხრეთ კორეაში გაიყიდება.

მოდელი 88Z9 - ეს არის 88-ინჩიანი OLED პანელის მქონე 8K Ultra HD რეზოლუციის (7680 x 4320) მქონე ტელევიზორი, რომლის პიქსელებიც ოთხჯერ აღემატება 4K რეზოლუციის ტელევიზორებს. თავად OLED პანელი კი ამ დროისთვის ყველაზე დიდია მათ შორის, რაც LG-ს ტელევიზორებში გამოუყენებია.

გარდა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებისა, ტელევიზორი აღჭურვილია 5.1 Dolby Atmos აუდიო სისტემით, ის მუშაობს მეორე თაობის Alpha 9 8K პროცესორზე, რომელიც იყენებს რთულ ალგორითმს გამოსახულებისთვის მაღალი ხარისხის მისაცემად.

რაც შეეხება ფასს, ტელევიზორის ფასი სამხრეთ კორეაში 50 მილიონი ვონია, რაც დღევანდელი კურსით 42 ათასი დოლარია, თუმცა ივნისში მიღებულ შეკვეთებზე იმოქმედებს ფასდაკლება 34 ათას დოლარამდე. ტელევიზორის გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან დაიწყება.

კოკა კვირკველია