როგორ გავხდეთ მილიარდერი - დონალდ ტრამპის 5 მარტივი რჩევა

გნებავთ მილიარდი და ულამაზესი მეგობარი გოგონა? წაიკითხეთ რჩევები ამერიკელი ბიზნესმენისგან, დონალდ ტრამპისგან.

მილიარდების პატრონს დონალდ ტრამპს ყველაზე მძიმე პერიოდი 1980 წელს დაუდგა, როდესაც მთელი თავისი ქონება დაკარგა, მაგრამ მალევე აღიდგინა ძალები და კვლავ უმდიდრესი კაცი გახდა; და დღეისათვის მისი ქონება დაახლოებით 3 მილიარდი დოლარია...

როგორ გამოიმუშავა მილიარდი? ამაზე მას რამდენიმე პუნქტიანი პასუხი აქვს, თუმცა რამდენად გვასწავლის მილიარდერი "ხეზე ასვლას", ეს თავად გადაწყვიტეთ...

1 - ჩაიცვით თქვენი სოციალური და კულტურული სტატუსის შესაბამისად.

წლების განმავლობაში ტრამპი დარწმუნდა, რომ წარმატების მისაღწევად სამოსი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. "სამოსი იქამდე ამბობს ჩვენს შესახებ ყველაფერს, ვიდრე ჩვენ პირს გავაღებთ", - მიაჩნია მილიარდერს.

2 - გარშემომყოფთა პროვოცირება

დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ წარმატებული მოლაპარაკებისთვის უმნიშვნელოვანესია საუბრის მანერა და დახვეწილი ფრაზები; მისი რწმენით, სასურველი შედეგის მისაღწევად ისე უნდა დავითანხმოთ თანამოსაუბრე, რომ მოვახერხოთ მისი დარწმუნება იმაში, თითქოს ეს ბიზნესშეთანხმება პირველ რიგში მას მოუტანს სიკეთეს...

3 - იყავით საკუთარი თავის ფინანსური ექსპერტი

ტრამპი ფიქრობს, რომ არ არის აუცილებელი აიყვანოთ ფინანსური მრჩეველი და თუ მილიარდერობას აპირებთ, ეს ფუნქცია აუცილებლად თავად უნდა შეითავსოთ. "თუ ჯეროვნად არ გაქვთ ამის უნარები, ბიზნეს ჟურნალებს მიეტანეთ" - წერს ტრამპი.

4 - ვისწავლოთ ფეხზე მყარად დადგომა

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გამდიდრების მსურველებმა უნდა გაითვალისწინოთ როგორც მორიგი კეთილი რჩევა დონალდ ტრამპისგან, ეს არის ცხოვრება პრინციპით - "თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წინ"... ტრამპი ამბობს, რომ თავდამსხმელებს, ვინც არ უნდა იყოს ის, არ უნდა ვაპატიოთ შეურაცხყოფა... ამასთან, მილიარდელს ცხოვრებისადმი ასეთი მწარე მიდგომა აქვს: "არავის ვენდობი, თუნდაც მეგობარს, ვინაიდან შეიძლება მან ნებისმიერ დროს ხელყოს ჩემი ცოლი და ჩემი ფული"...

5 - იყავით ოპტიმისტი და ამავდროულად, მუდამ მზად მარცხისთვის

ტრამპი ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად ოპტიმისტურ განწყობილებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მუდმივი ფსიქოლოგიური მზადყოფნა პრობლემებისთვის, რადგან არც ერთი ბიზნესი არ არის მუდმივად წარმატებული, შესაბამისად ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ უსიამოვნო სიურპრიზებისთვის, რომ ასეთ დროს ნაკლებად ემოციურად იმოქმედოს კრიზისმა ჩვენზე.