აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 129 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500 პროცენტით, მაქსიმალური 6.540 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.514 პროცენტით განისაზღვრა.

სებ-მა მიმდინარე წელს ჯამში, 120 მილიონი დოლარი შეისყიდა
სებ - ცალკეული სუბიექტები კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს თავს არიდებენ
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა