ამერიკული კორპორაცია Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი ფიქრობს, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომი მის კომპანიას არ შეეხება. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ამ დროისთვის ჩინელებს არ ამოუღიათ მიზანში Apple. მართალი გითხრათ, არც ვფიქრობ, რომ ეს მოხდება“ - განაცხადა კუკმა.
მანვე განაცხადა, რომ ელოდება მისი კომპანიის პროდუქციაზე ფასის ზრდას, ახალი საბაჟო ტარიფების ამოქმედების გამო.
„მე ვიცი, რას ფიქრობს ხალხი, თითქოს iPhone-ს აკეთებენ ჩინეთში. სინამდვილეში iPhone-ს აწყობენ ჩინეთში, ისე კი მას მთელს მსოფლიოში აკეთებენ. ასე რომ, საბაჟო ტარიფები iPhone-ზე ყველა ქვეყანაში აისახება, თუმცა ყველაზე მეტად აშშ-ზე“ - განაცხადა მან.