რიკოთის უღელტეხილზე მეწყერი ჩამოწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე მიწა-კლდის მეწყერი ჩამოიშალა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მეწყერმა გზის სავალი ნაწილის ნაწილობრივ შევსება გამოიწვია და მოძრაობა შეიზღუდა.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.