"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" SMS შეტყობინებაზე აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" SMS-შეტყობინების მიღების თაობაზე თბილისელ აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მობილური ტელეფონის საშუალებით, წყალმომარაგების შეზღუდვა-აღდგენის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების საშუალება კომპანიის 80 000 -მდე აბონენტს გააჩნია.

მათივე ინფორმაციით, აბონენტებს, რომლებსაც სურთ წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, რეგისტრაცია კომპანიის ოფიაციალურ ვებგვერდზე უნდა გაიარონ. კომპანიის აღნიშნული სერვისი უფასოა.

SMS-შეტყობინების მისაღებად, თბილისელი აბონენტები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ვებ-გვერდს უნდა ეწვიონ: http://mygwp.ge/Public/InfoRegistration/InfoRegistration.aspx

ახალი ვებგვერდი ადაპტირებულია ნებისმიერი იმ ტიპის ტექნიკური მოწყობილობისთვის - მობილური ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი, Android, Windows და iOs, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტთან. ახალ ვერსიაში გაცილებით გამარტივებულია საძიებო სისტემა, რაც მომხმარებელს კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის იოლად მოპოვების საშუალებას აძლევს.