პარლამენტში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მოუსმენენ. თურნავა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შემდეგ საკითხებზე ისაუბრებს: - ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები და “გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება.
კომიტეტის სხდომა 12:00 საათისთვის დაინიშნა.