ტურისტებმა 2018 წელს 1,7 ტრილიონი დოლარი დახარჯეს

2018 წლის განმავლობაში ტურისტებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1,7 ტრილიონი დოლარი დახარჯეს, რაც 4%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) იუწყება. ამავდროულად, გაიზარდა თავად ტურისტების რაოდენობაც - 6%-ით.

„საზღვარგარეთ გამგზავრების ზრდა სხვადასხვა ქვეყნებში ხელს უწობს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლებს. ამჯერად ისინი შეადგენს გლობალური მომსახურების ექსპორტის 29%-ს და მთლიანი გლობალური პროდუქციის ექსპორტის 7%-ს. აღნიშნული ციფრები საერთაშორისო ტურიზმს მსოფლიო ეკონომიკის ხუთ ყველაზე მთავარ დარგს შორის აყენებს, მის უკანაა ქიმიური და ნავთობმრეწველობა, თუმცა უსწრებენ კვებისა და საავტომობილო მრეწველობის დარგები“, - აცხადებენ UNWTO-ში.

როგორც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში, ეს კი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ავითარებს მრეწველობას და აუმჯობესებს ადამიანების მდგომარეობას.

რეგიონებს შორის ლიდერობს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, სადაც ტურიზმიდან შემოსავლები 7%-ით გაიზარდა, მას მოჰყვება ევროპა 5%-იანი ზრდით.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა ტურიზმიდან წინა წელთან შედარებით 3%-ით მეტი მიიღეს, აფრიკამ კი 1%-ით. ყველაზე სწრაფად ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება აღმოსავლეთ ევროპისა და ჩრდილო აღმოსავლეთ აზიის რეგიონში +9%.

კოკა კვირკველია