რა ვითარებაა დღეს ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე, სადაც გუშინ 1000 კვ.მ ფართობი დაიწვა

ლი­ლო­ში, ე.წ. ჩი­ნურ ბაზ­რო­ბა­ზე, სა­დაც წუ­ხელ ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი ხან­ძრის­გან გა­დარ­ჩე­ნილ სა­ვაჭ­რო სა­ქო­ნელს ახა­რის­ხე­ბენ. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ერთ-ერ­თმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა სარ­ხან ხა­ჯი­როვ­მა გა­ნუ­ცხა­და, ხან­ძა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 22:00 სა­ათ­ზე გაჩ­ნდა. რა გახ­და ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვერ სა­უბ­რობს. მი­სი­ვე თქმით, მას სა­ვაჭ­რო პრო­დუქ­ცი­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი და­ეწ­ვა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მას სა­კუ­თა­რი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი და­ზღვე­უ­ლი აქვს. დამ­წვა­რი ტე­რი­ტო­რი­ის პე­რი­მეტრზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია.

ლილო­ში, ე.წ. ჩი­ნურ ბაზ­რო­ბა­ზე ხან­ძა­რი გუ­შინ გაჩ­ნდა. ხან­ძრის შე­დე­გად დამ­წვა­რია, და­ახ­ლო­ე­ბით 1 000 კვ.მ. ფარ­თო­ბი და პრო­დუქ­ცი­ის ნა­წი­ლი. ად­გილ­ზე 17 სა­ხან­ძრო და 2 სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და მუ­შა­ობ­და.