გვაქვს რამდენიმე მწვავე კითხვა და ვაპირებ ყველა მათგანს გავცე ამომწურავი პასუხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საკომიტეტო მოსმენაზე, გარდა არსებული კითხვებისა, ის ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, რომელიც სიღარიბის დაძლევას, საინვესტიციო პოლიტიკასა და გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარებას უკავშირდება.
"დღის წესრიგით გვაქვს რამდენიმე მწვავე სადეპუტატო კითხვა და ვაპირებ ყველა მათგანს გავცე ამომწურავი პასუხი. დეპუტატებს ასევე აქვთ სურვილი და ვაპირებ გავაცნო უახლოესი პრიორიტეტები ისეთ საჭირო პროექტებზე, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა, უფრო მეტად კოორდინირებული და ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკა და გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება," - განაცხადა ნათია თურნავამ.
ამ წუთებში პარლამენტში, დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოსმენა იწყება. ნათია თურნავა პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.