როგორ გამოიყურება მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული შენობა (+ფოტო)

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული შენობების რეიტინგი გამოცემამ - „100topjournal“ გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდა საცხოვრებელი კომპლექსი, სასტუმრობები, სავაჭრო ცენტრები და კაზინოები.

„ბიზნესპრენიუსი“ მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული შენობის ჩამონათვალს გთავაზობთ:

1. Abraj Al Bait - 120-სართულიანი ყველაზე ძვირად ღირებული ცათამბჯენი სასტუმრო მდებარეობს მექაში, საუდის არაბეთში. მისი ღირებულება 15 მლრდ დოლარს შეადგენს. შენობის საერთო ფართობი 1 500 000 კვ.მ-ია და ჯამში 100 000 ადამიანს იტევს. სასტუმრო ოფიციალურად 2012 წელს გაიხსნა.

2. Marina Bay Sands – სინგაპურში მდებარე 5,5 მლრდ დოლარის ღირებულების საკურორტო კომპლექსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ტურისტებში. მისი ფართობი 15,5 ჰექტარია. კომპლექსში განთავსებულია რესტორნები, სასტუმროები, თეატრები, მაღაზიები, საგამოფენო ცენტრები და გასართობი ობიექტები. იგი ოფიციალურად 2010 წელს გაიხსნა. კომპლექსი ჯამში 45 000-ზე მეტი ადამიანს იტევს.

3. Resort World Sentosa - ითვლება მესამე ყველაზე ძვირად ღირებულ კაზინოდ მსოფლიოში. იგი სინგაპურში მდებარეობს. მისი ღირებულება კი 4, 93 მლრდ დოლარს შეადგენს. კაზინოს ფართობი 15 000 კვადრატული მეტრია. კომპლექსში განთავსებულია ასევე სასტუმრო.

4. Emirates Palace – 3,990 მლრდ დოლარის ღირებულების ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროა, რომელიც აბუდაბიში მდებარეობს. 302- ნომრიანი კომპლექსი 2005 წელს გაიხსნა. მისი ფართობი 850 000კვ.მ-ია.

5. Cosmopolitan - მდებარეობს ლას-ვეგასში, მისი საერთო ღირებულება 3,90 მლრდ დოლარია. ეს არის 52-სართულიანი საკურორტო კაზინო და სასტუმრო, რომელიც ორი ნაგებობისგან შედგება. სასტუმროში განთავსებულია 3000 ნომერი. შენობის საერთო ფართობი კი 110 000 კვ მეტრია.

6. One World Trade Centre – 3,80 მლრდ დოლარად შეფასებული სავაჭრო ცენტრი მდებარეობს ნიუ-იორკში. 104-სართულიანი ნაგებობა, 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის დროს დანგრეული ტყუპი კოშკების ნაცვლად აშენდა.

7. Wynn Resort - 45-სართულიანი სასტუმრო მდებარეობს ლას ვეგასში. იგი 2,70 მლრდ დოლარად არის შეფასებული და მსოფლიოს მასშტაბით სიდიდით მეექვსე სასტუმროა. მისი საერთო ფართობი 615 ჰექტარს შეადგენს.

8. Venetian Macau - ეს არის 39-სართულიანი კაზინო-კურორტი, მდებარეობს ჩინეთში. მისი საერთო ღირებულება 2,40 მლრდ დოლარია. იგი 2007 წელს გაიხსნა. მისი საერთო ფართობი 98 000 კვადრატული მეტრია, ეს არის ყველაზე მსხვილი კაზინო მსოფლიოში.

9. ქალაქი Macau, სადაც განთავსებულია კაზინოები და სასტუმროები, ითვლება ოცნების ქალაქად. მისი ღირებულება 2.40 მლრდ დოლარია, საერთო ფართობი კი 420000 კვ.მ.

10. Princess Tower - მდებარეობს დუბაიში, მისი ღირებულება 2,17 მლრდ დოლარია. ეს არის 101-სართულიანი ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსი მსოფლიოში. მისი მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და 6 წელში გაიხსნა. კოპლექსში განთავსებულია 763 საცხოვრებელი, 8 კომერციული ფართი, 957 ავტომობილისთვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილი და 13 ლიფტი.

ნინი ქეთელაური