18 მშვენიერი ევროპული ქალაქი, რომელსაც ახლავე უნდა ეწვიო, - ამ სათაურით პოპულარული ტურისტული გამოცემა Thrillist სტატიას აქვეყნებს. ბერლინის, პრაღის, კრაკოვის, ტალინის, ზაგრებისა და სხვა ევროპული ქალაქების პარალელურად, გამოცემა მკითხველს საქართველოს დედაქალაქში მოგზაურობას ურჩევს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, Thrillist-ის ჟურნალისტმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა.
„ახალი ავიარეისების დანიშვნის შემდეგ კავკასიის გულში მოხვედრა გამარტივდა. თბილისში შეგიძლიათ, უგემრიელესი კერძები დააგემოვნოთ და კულინარიული გამოცდილება მიიღოთ.
რატომ უნდა წახვიდეთ თბილისში? აქ თქვენ ნახავთ ფერად აივნიან სახლებს, გოგირდის ბუნებრივ აბანოებს, საბაგიროთი შეგიძლიათ ახვიდეთ მე-13 საუკუნის ციხე-სიმაგრეზე, ასევე ეწვიოთ ღამის კლუბებს, რომელიც ბერლინსაც შეშურდება. გაზაფხულიდან თბილისში უკვე დაფრინავს Air France და როგორც ამბობენ, მალე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-იც დაემატება, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს კავკასიის გულში მოგზაურობას.“ - წერსThrillist-ის ჟურნალისტი ბენჯამინ კემპერი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცემა Thrillist-ს 20 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს და სოციალურ ქსელებში ნომერ პირველ სამოგზაურო გვერდად არის მიჩნეული.