მილიარდერები უმაღლესი განათლების გარეშე

არის თუ არა განათლება წარმატების გარანტი?

ბევრი რამე, რასაც უმაღლეს სასწავლებელში ამბობენ, უბრალოდ პრაქტიკულ ღირებულებას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, გარკვეული დროის შემდეგ ბევრი რაღაც გავიწყდებათ, რაც უმაღლეს სასწავლებელში მოისმინეთ.

რეალური სარგებელი მხოლოდ იმ ცოდნას აქვს, რომელიც პრაქტიკული მოქმედების დროს მიიღეთ და თავად ისწავლეთ.

გთავაზობთ იმ ადამიანების მაგალითებს, ვინც წარმატებას უმაღლესი განათლების გარეშე მიაღწია.

სტივ ჯობსი რიდ-კოლეჯიდან სწავლის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ წავიდა და ისე იცხოვრა, რომ უმაღლესი განათლება არც მიუღია. ხოლო რას მიაღწია ჯობსმა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით.

ბილ გეითსი ჰარვარდიდან ისე წავიდა, რომ სწავლა არ დაუსრულებია, მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი მილიარდერი გამხდარიყო და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კორპორაცია შეექმნა.

მარკ ცუკერბერგი ჰარვარდიდან მას შემდეგ წავიდა, რაც "ფეისბუქმა" მსოფლიოში პოპულარობის მოხვეჭა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მარკმა სწორედ ჰარვარდში გაიცნო კრის ჰიუზი და დასტინ მოსკოვიჩი, ვისთან ერთადაც სოციალური ქსელი დააარსა.

რომან აბრამოვიჩმა მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში გამოცდები ჩააგდო, მაგრამ შემდეგ სხვა უნივერსიტეტში ჩააბარა და რამდენიმე თვეში ისიც დატოვა. ამის მიუხედავად, დღეს ის წარმატებული მილიარდერია.

ინგვარ კამპრადს არასდროს უსწავლია უნივერსიტეტში, მაგრამ დღეს ის ავეჯის ყველაზე დიდი კორპორაციის IKEA-ს მფლობელია.

ჰენრი ფორდსაც არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, მაგრამ მისი წვლილი სამრეწველო პროგრესსა და ავტომობილების ბიზნესში ფასდაუდებელია. ფორდმა "ავტომობილი თითოეული ადამიანისთვის" კონცეფცია შექმნა და მხოლოდ მდიდარი კლიენტებით არ შემოიფარგლა.

ამ მაგალითების მიხედვით ნათელია, რომ წარმატების მიღწევა უმაღლესი განათლების გარეშეც შეიძლება და უმაღლესი განათლება წარმატების გარანტი ნამდვილად არაა.