ნათია თურნავა - ლარი უბრუნდება ძველ ნიშნულს

ეს არის მოკლევადიანი რყევები და ლარი უბრუნდება ძველ ნიშნულს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მაკროეკონომიკური ინდიკატორები არ იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ეროვნული ვალუტის დიდი გაუფასურების მოლოდინი არსებობდეს.

„ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მაკროეკონომიკური პოლოტიკა სტაბილურია, ფუნდემუნტური მაკროეკონომიკური ინდიკატორი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ველოდოთ დიდ გაუფასურებას და ეს ახდა კიდეც. ეს არის მოკლევადიანი რყევები და ლარი უბრუნდება ძველ ნიშნულს", - განაცხადა ნათია თურნავამ.