თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.
ამ ეტაპზე ვებგვერდზე 81 მიმდინარე, 346 დაბლოკილი, 876 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 20 იდეა განხილვის პროცესშია, სამი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელს ყოველთვიურ სამგზავრო ბარათებს სთავაზობს.
„ძალიან კარგი იქნება თუ დაინერგება ქალაქში ყოველთვიური სამგზავრო ბარათები, მაგალითად თუ თვის ბარათი ეღირება 30 ლარი, ეს იქნება ყველასთვის ხელსაყრელი ვისაც ორჯერ ან მეტჯერ უწევს ტრანსპორტის გამოყენება დღის განავლობაში, ეს მეთოდი დანერგილია მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში და ძალიან კარგად მუშაობს. ამით გაიზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა რიცხვი და ხალხი ნელნელა დაიწყებს გადმოსვლას, ეგრეთ წოდებული მარშუტკებიდან და ავტობუსის და მეტროს მომხმარებლები გახდებიან, ტურისტებისთვის შეიძლება ასევე დღის კარტის შეთავაზება.
დაწესდება ასევე შეღავათები ამ კარტაზე, მაცხოვრებლების საზოგადოებრივი კლასის მიხედვით. დადებითი მხარეები: -მოქნილობა, ავტობუსში ასვლის მომენტში ქაოსის შემცირება გადამხდელ აპარატთან, მომხმარებელთა მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება და სატრანსპორტო სამსახურისთვის სტაბილური შემოსავალი. უარყოფითი მხარეები: - შესაძლებელია ამ კარტით ისარგებლოს სხვა მომხმარებელმა, რაც პრობლემა იქნება უსურათო პლასტიკურ ბარათზე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 3 აგვისტომდეა.