სერგეი ლავროვი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთის საბაჟო კავშირში გაერთიანებას ხელს არ შეუშლის

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთის საბაჟო კავშირში გაერთიანებას ხელს არ შეუშლის.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანდება, როგორც სომხეთი და მთიან ყარაბაღს ამასთან კავშირი არ აქვს, როგორც ეს არაერთხელ განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა", - განუცხადა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ყველაზე რთული საკითხები კვლავ გადაუჭრელია.

გუშინ სოჭში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების თემაზე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.