მშენებლობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 60.9 მლნ-ით შემცირდა

მშენებლობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 60.9 მლნ-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.

კერძოდ, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 8.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 69.2 მლნ იყო.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის 1-ელ კვარტალში 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3 პროცენტით ნაკლებია.

„საქსტატის“ ცნობით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

თაია არდოტელი