ირანში ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ყველა ფორმალური მოთხოვნა ირანთან ბარტერული ვაჭრობისთვის სპეციალური გადახდის სისტემის შესაქმნელად გათვალისწინებულია. ის მალე უნდა ამოქმედდეს. ამ ცნობას „როიტერსი“ ავრცელებს.
ეს სისტემა ირანს საშუალებას მისცემს, თავი აარიდოს აშშ-ს სანქციებს.
„ეს ახალი ტიპის ინსტრუმენტია და მისი ამოქმედება ადვილი არ არის“, - განაცხადა მაასმა.
ის ირანში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ირანის პრეზიდენტს ჰასან როუჰანის და თავის კოლეგას მოჰამად ჯავად ზარიფს.