რამდენიმე წამყვანი ტენქოლოგიური კომპანიის პერსონალს Huawei-ის წარმომადგენლებთან კონტაქტი აეკრძალათ

აშშ-ისა და დანარჩენი მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესმა კომპანიამ საკუთარ თანამშრომლებს კომპანია Huawei-ის წარმომადგენლებთან ყველა სახის კონტაქტი აუკრძალა. ამის მიზეზი ამერიკის მიერ კომპანიის შავ სიაში შეტანა გახდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

მისი წყაროს ინფორმაციით, ისეთმა კომპანიებმა როგორებიცაა Intel და Qualcomm, ასევე სამხრეთ კორეული LG Uplus საკუთარ თანამშრომლებზე გასცეს მითითებები, თავი შეიკავონ Huawei-ს წარმომადგენლებთან სამსახურებრივი თემების განხილვაზე, მათ შორის ახალ ტექნოლოგიებზე საუბარზე.

სააგენტოს ინფორმაციით, მათ ასევე ეკრძალებათ არაფორმალურ გარემოში შეხვედრების გამართვაც, რომელიც ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს შორის ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკა იყო. ამ შეზღუდვის მიზეზად კომპანიების მიმართ ხელისუფლების სავარაუდო განაწყენებას ასახელებენ, თუცმა თავად ხელისუფლებას მსგავსი რეკომენდაცია არ გაუცია.

კოკა კვირკველია