ჩემი მინისტრად ყოფნის პერიოდში, დიახ, არაერთხელ მქონდა იმის განცდა, რომ ჩვენ ნაწილობრივ მსხვერპლი ვართ მიკერძოებული გარიგებების, რაც ხელს გვიშლის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში და იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის სრული პოტენციალი ავითვისოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ქობულიას თქმით, უნდა აღმოფხვრას ის მიკერძოებული და არაფორმალური გარიგებები, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი.
„პრინციპში, ეს არის ჩემი ხედვა. მე ამ ხედვის მიტანა ვცადე მმართველი გუნდის ხელმძღვანელობასთან და მე ეს, არ გამომივიდა. ამაზე ვწუხვარ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის სრული პოტენციალის რეალიზაცია გავაკეთოთ, რომელიც საკმაოდ დიდია. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ის მიკერძოებული გარიგებები, ის არაფორმალური გარიგებები, რომელიც ძალიან ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, ეს დაგვეხმარება იმაში, რომ მოვერიოთ ძალიან ფართოდ გავრცელებულ ნიჰილიზმს, როგორც მთავრობის სტრუქტურებში, აგრეთვე ხალხს შორისაც. იკითხეთ, რას ფიქრობს ხალხი ამასთან დაკავშირებით, რას ფიქრობს პოლიტიკოსებზე და რას ფიქრობს მთავრობაზეც, რომ ყველა კორუმპირებულია, ყველა მიკერძოებულია. ასეთია პოზიცია და ასეთია მოსახლეობაში აღქმა“, - განაცხადა ქობულია,
კითხვაზე, კორუფცია არის თუ არა ხელისუფლების გამოწვევა, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ ამაზე საუბარი უჭირს.
„ამაზე ლაპარაკი მიჭირს, მაგრამ მიუხედვად იმისა, ამას ჩვენ კორუფციას დავარქმევთ, თუ მიკერძოებულს, ეს არის ერთ-ერთი პრინციპული გამოწვევა, რაც იწვევს საკმაოდ დიდ ნიჰილიზმს, როგორც მთავრობის სტრუქტურებში, ასევე მოსახლეობაში“, - განაცხადა ქობულიამ.