შატილთან ახლოს ჰესის ასაშენებლად 3.089 მლნ-იანი ტენდერია გამოცხადებული

შატილთან ახლოს ჰესის ასაშენებლად 3 089 000 ლარიანი ტენდერია გამოცხადებული.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 14 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება.

პროექტი გულისხმობს 200 კვ. დადგმული სიმძლავრის მქონე მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის - „ბიტეხი 1“ მშენებლობას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ შატილთან ახლოს. აღსანიშნავია, რომ სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარება დაგეგმილია მხოლოდ ლოკალურად.

„კონტრაქტორმა უნდა განხორციელოს პროექტის დეტალური დიზაინის მომზადება (დეტალუტი პროექტი), რაც მოიცავს სადგურის სამშენებლო ნაწილის განსაზღვრას, ტურბინის ყველაზე მისაღები ტიპის შერჩევას, დასრულების შემდგომ ტესტების ჩატარებას და ა.შ. კონტრაქტორის მიერ მომზადებული პროექტი ექვემდებარება შემდგომში დეტალურ შეფასებას/ექსპერტიზას, რომელიც უნდა ჩაატაროს მესამე აკრედიტირებულმა კომპანიამ (ან პირმა), რომელიც აკრედიტირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მესამე აკრედიტირებული კომპანიის დაქირავებას განახორციელებს GEDF.

კონტრაქტორმა უნდა მოახდინოს პროექტის მშენებლობა, რომელიც დაეყრდნობა წინასწარ შეთანხმებულ პროექტს (1 სტადიაზე შესრულებულ) და დასრულების შემდგომ ყველა ნაგებობამ უნდა გაიაროს ყველა სახის ტესტირება (აგრეთვე გაიწერება პირველ ეტაპზე);

ამასთან, დაახლოებით, საწყისი სამი თვის მანძილზე კონტრაქტორმა უნდა მიიღოს მონაწილეობა საწყის საოპერაციო პერიოდში (ექსპლუატაციაში შეყვანის შემდგომ) და ტრენინგი ჩაუტაროს ორ (დაზუსტდება მოგვიანებით) ადგილობრივ პირს, რომელიც ოპერირებას გაუწევს სადგურს. ამასთან, კონტრაქტორს ევალება სადგურის ოპერირებაში შესვლა (ჰესის ექსპლუატაციაში შეყვანა),“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამასთან, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სამუშაოს შესრულების ვადა არაუგვიანეს 2020 წლის სექტემბერია.

თაია არდოტელი
გორგასლის ქუჩის ორივე მიმართულების სავალ ნაწილს მიწისქვეშ ჩაიტანენ - კონცეფციის შემუშავებაზე ტენდერი გამოცხადდა
მთავრობა თუშური კოშკების რეაბილიტაციას გეგმავს
როგორი იქნება დიღმის ჭალების პარკი, რომლის მოწყობაც  14.851 მლნ ლარი დაჯდება (+ფოტო)