დევნილებმა ფოთში რკინიგზა გადაკეტეს

ფოთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო რკინიგზა, აქციას ის დევნილები მართავენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ახალ რაიონში საცხოვრებელი ბინები ვერ მიიღეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა, თუმცა მედიკოსებმა დროულად შეძლეს ჩარევა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დევნილებმა რკინიგზა გახსნეს, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, დაშლას არ აპირებენ.