BrandZ-ს 100 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგის სათავეში Amazon-ი მოხვდა. 2018 წლის რეიტინგის ლიდერმა Google-მა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
2019 წლის რეიტინგის მიხედვით, Amazon-ის ღირებულება 315 მლრდ დოლარს შეადგენს.
წლევანდელ რეიტინგში მეორე ადგილზეა Apple - 309,5 მლრდ დოლარით, მესამე ადგილზე კი Google - 309 მლრდ დოლარით.
შემდეგი ადგილები კი ასე გადანაწილდა - Microsoft-ი, Visa, Facebook-ი, Alibaba.