ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 73 829 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500 პროცენტით, მაქსიმალური 6.530 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.504 პროცენტით განისაზღვრა.