წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მაისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 281 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს
(ზრდა +14.2%), რაც 2018 წლის მაისის თვესთან შედარებით 35 მილიონი აშშ დოლარით მეტია. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, 2019 წლის იანვარ-მაისში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა საქართველოში 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, (ზრდა +9.8%) რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.