SAVE THE DATE! ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ფარგლებში

2019 წლის 18 ივნისს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”გაიმართება ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენცია Welcome to Georgia!

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში კონფერენციის ფორმატი შემდეგია:

• 4 სადისკუსიო პანელი, რომელიც მოიცავს თემატურ პრეზენტაციებს ბაზრის მიმწოდებლებისა და საველე ექსპერტებისგან, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ:

– პირველი პანელი - სამთავრობო პრეზენტაციები, გამოწვევებისა და პერსპექტივების / სტატისტიკების შესახებ;

– მეორე პანელი - სტუმართმოყვარეობის ძველი და ახალი წესები;

– მესამე პანელი - პასუხისმგებელიანი ტურიზმი და მისი მდგრადობა;

– მეოთხე პანელი - საქართველო და მსოფლიო – ცნობიერების ამაღლება.

• B2B შეხვედრები ინდუსტრიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან;

• და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2019 წლის მე-5 საიუბილეო ცერემონიის დეტალურ პრეზენტაციას! მეოთხე ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია არის უნიკალური პლატფორმა ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის. კონფერენცია მიზნად ისახავს ერთად შეკრიბოს შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები და მედია. ეს კონფერენცია არის საუკეთესო გზა კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გაცვლისა და ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიისა და ზოგადად ქართული ბიზნეს ინდუსტრიის სიახლეების გაგებისათვის.არ გაუშვათ შანსი! შემოგვიერთდით მეოთხე ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენციაზე!პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი, თანაორგანიზატორები - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს ბანკი, პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი - ბიდიო საქართველო, გენერალური სპონსორი - ალიანს ჯგუფი. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.awards-tourism.com