Microsoft-მა დაბალბიუჯეტიანი ტელეფონი წარმოადგინა

ტელეფონი 19 ევრო ღირს.

კორპორაცია Microsoft-მა დაბალბიუჯეტიანი ტელეფონი Nokia 130 წარმოადგინა. ტელეფონი 19 ევრო, დაახლოებით 25 დოლარი ღირს.

მიუხედავად დაბალი ფასისა, აპარატს გააჩნია 1.8 დუიმიანი ფერადი ეკრანი, ვიდეო და მუსიკალური დამკვრელი, რადიომიმღები და ფანარი. გარდა ამისა, Nokia 130-ს აქვს 32 გეგაბაიტის მოცულობის microSD მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა. აპარატის მოდიფიკაციის მიხედვით, აპარატს შეუძლია იმუშაოს ერთ ან ორ სიმბარათზე.

ამასთან, აპარატის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ბატარეაა. Nokia 130-ის მწარმოებლები აცხადებენ, რომ ტელეფონს ერთი სიმ-ბარათით მუშაობის დროს შეუძლია 36 დღე-ღამე გაძლოს, ხოლო ორივე სიმ-ბარათით 26 დღე-ღამე.

ბაზარზე ახალი Nokia 130 2014 წლის მე-3 კვარტალში გამოვა.

შეგახსენებთ, Microsoft-მა კომპანია Nokia-ს მობილური ქვედანაყოფის შეძენის შესახებ გარიგება ამ წლის აპრილში დაასრულა.

Videobpn

Microsoft-მა დაბალბიუჯეტიანი ტელეფონი წარმოადგინა