დიდი ბრიტანეთი სათბური გაზების გამოფრქვევის ნულამდე დაყვანას გეგმავს

2050 წლისთვის დიდი ბრიტანეთი გეგმავს, ქვეყანაში სათბური გაზების გაფრქვევა ატმოსფეროში ნულამდე დაიყვანოს. ამისთვის კი ეკოლოგიის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმკაცრესი კანონის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის კანცელარია იუწყება, რომელმაც აღნიშნული საკანონდებლო ინიციატივა პარლამენტში შეიტანა.

„ნულოვანი ემისიები 2050 წლისთვის ამბიციური მიზანია, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა მისი რეალიზების შემთხვევაში შეგვიძლია შევუნარჩუნოთ ჩვენი პლანეტა მომავალ თაობებს“, - აღნიშნულია ტერეზა მეის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების აქამდე გაცხადებული მიზანი იყო 80%-ით შეემცირებინა ემისიები 2050 წლისთვის.

ლონდონი უთითებს, რომ ამ გზით დიდი ბრიტანეთი გახდება პირველი ქვეყანა დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის, რომელიც ემისიებს დაიყვანს ნულამდე. ამასთან, ლონდონი აცხადებს, რომ ხუთ წელიწადში მოახდენენ სხვა ქვეყნების პროგრესის შეფასებას ამ მიმართულებით, შესაბამისად, დაანოსნებული გეგმები შესაძლოა, შეიცვალოს თუ მას სხვა ქვეყნებიც არ აჰყვებიან.

კოკა კვირკველია