რუსეთის ფედერაციიდან მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში, წინასწარი მონაცემებით, კაპიტალის გადინება 1,9-ჯერ გაიზარდა 35,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მოცულობა 18,9 მილიარდს შეადგენდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური ბანკი ავრცელებს.
"მაჩვენებლის სიდიდის ფორმირებაში მთავარი როლი ითამაშა ბანკებისა და სხვა ფინანსური სექტორების მხრიდან უცხოური აქტივების შეძენამ, მაშინ როცა საგარეო ვალდებულებების შესრულება იყო მინიმალური“, - იუწყება რუსეთის ცენტრალური ბანკი.
ცნობისათვის, მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, იანვარ-აპრილში რუსეთიდან გასული კაპიტალის მოცულობა 34,7 მილიარდი დოლარი იყო, შედეგად კი ირკვევა, რომ მაისში გადინებამ მხოლოდ 0,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.