მექსიკის პრეზიდენტი ამერიკის მიმართულებით მიმავალი მიგრანტების რაოდენობის შესამცირებლად საკუთარ თვითმფრინავს გაყიდის.
ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორის განმარტებით, თვითმფრინავის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს გაჭირვებულ მოქალაქეებს დაურიგებს და ამით არალეგალური მიგრაციის შეკავებას შეეცდება. მექსიკის პრეზიდენტმა აღნიშნული ინიციატივა მას შემდეგ გამოთქვა, რაც თეთრ სახლთან შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების თანახმად, ოფიციალური ვაშინგტონი მეხიკოს ტარიფებს არ დაუწესებს იმ შემთხვევაში, თუ ის ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტთა ნაკადის შემცირებას შეეცდება.
მექსიკის პრეზიდენტის განკარგულებაში არსებული Boeing 787 Dreamliner 2016 წელს 218 მილიონ დოლარად არის შეძენილი, თუმცა ახლა ის 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული.