მთავრობა თუშური კოშკების რეაბილიტაციას გეგმავს

მთავრობა თუშეთის კოშკების რეაბილიტაციას გეგმავს.

კერძოდ, სოფელ დართლოსა და სოფელ კესელოში მდებარე ციხე კოშკების რესტავრაცია რეაბილიტაციისა და სოფელ დართლოს ეკლესიის კონსერვაციის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 23 ივნისს დაიწყება და 26 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 56 056 ლარია.

„წინამდებარე დავალება მოიცავს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოსა და სოფელ კესელოში მდებარე ციხე კოშკების რესტავრაცია რეაბილიტაციისა და სოფელ დართლოს ეკლესიის კონსერვაციის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.

მომსახურების მიზანს წარმოადგენს კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტულად მიმზიდველი და მოწესრიგებული გარემოს შექმნა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის არსებული გარემოს მოწესრიგება.

წინამდებარე დავალება განსაზღვრავს, მომსახურების პირობებს, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, კონკრეტულ ლოკაციაზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოსა და სოფელ კესელოში: 1. სოფელ დართლოს ეკლესიის კონსერვაცია; 2. სოფელ დართლოში მდინარის მეორე ნაპირზე არსებული ორი ციხე კოშკის რესტავრაცია; 3. სოფელ კესელოს კოშკის რესტავრაცია,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

თაია არდოტელი
გორგასლის ქუჩის ორივე მიმართულების სავალ ნაწილს მიწისქვეშ ჩაიტანენ - კონცეფციის შემუშავებაზე ტენდერი გამოცხადდა
როგორი იქნება დიღმის ჭალების პარკი, რომლის მოწყობაც  14.851 მლნ ლარი დაჯდება (+ფოტო)
როგორი იქნება განახლებული კახეთის გზატკეცილი (+ფოტო)