პოლონეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვით აშშ-ისგან შეიძენს დამატებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გათხევადებულ ბუნებრივ აირს 8 მილიარდ დოლარად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპის განცხადებით, პოლონეთმა ბოლო დროს ამერიკული კომპანიებისგან 6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეიძინა, რომელთა საერთო მოცულობა 25 მილიარდი დოლარია.
მან ასევე მხარი დაუჭირა გაზსადენ Baltic Pipe-ის მშენებლობის დაწყებას, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში ნორვეგიის შელფზე მოპოვებულ ბუნებრივ აირს დანიის ტერიტორიის გავლით პოლონეთს მიაწვდის.