შემოსავლების სამსახურმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინა

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლო-საავტომობილოს" ტერიტორიაზე სომხეთიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქის, მ.დ-ს ავტომობილის დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი იპოვეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღმოჩენილია ტრაქტორის და ავტომობილის გაზის მიწოდების სისტემის სათადარიგო ნაწილები. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3792,51 ლარი შეადგინა.

მოქალაქე მ.დ-ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად 3792,51 ლარის ოდენობის სანქცია შეეფარდა.