რამდენი ავტომობილი გაყიდეს მაისში Mercedes-Benz–მა, BMW–მ და AUDI-მა

გასულ თვეს მსოფლიოს წამყვანმა პრემიუმკლასის მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიებმა ახალი ავტომობილების გაყიდვებში სხვადასხვა მიმართულება აჩვენეს. ბავარიელებს გასული წლის მაისთან შედარებით ზრდა დაუფიქსირდათ, დანარჩენ ორს კი – კლება, თუმცა ლიდერი როგორც ამ თვეში, ასევე წლის მონაცემებით, უცვლელია.

გასულ თვეს BMW-მ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.6%-ით მეტი – 181,888 ავტომობილი გაყიდა, ჯამში კი მიმდინარე წელს 872,367 ავტომობილის გაყიდვა მოახერხა, რაც წინა წლის ხუთ თვესთან შედარებით +1.6%-ით მეტია.

რაც შეეხება ინგოლშტატელებს, დიდი სამეულის მესამე წევრის, AUDI-ის გაყიდვებმა მაისში 151,900 ეგზემპლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -5.4%-ია. ხუთი თვის მანძილზე კი 739,450-ია, რაც 2018 წლის ხუთი თვის ჯამზე -5.8%-ით ნაკლებია. იხილეთ გაგრძელება