ბრატისლავაში ქართული ბიზნესის მონაწილეობით რეგიონალური ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს

2019 წლის 14 ივნისს ბრატისლავაში, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, რეგიონალური ბიზნეს ფორუმი “Doing Business in Georgia” გაიმართება.

ღონისძიების გენერალური პარტნიორები არიან „ჯინო ჰოლდინგი“ და „პოლიმერი 1“, ხოლო პარტნიორია „ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“.

ბიზნეს ფორუმი ჩატარდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სლოვაკეთის სავაჭრო პალატასთან, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან და „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში. ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 80-ზე მეტი სლოვაკური, ავსტრიული, პოლონური, ჩეხური და ქართული კომპანიის წარმომადგენლები, ძირითადად, შემდეგი სექტორებიდან – თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ბანკები, სატრანსპორტო გადაზიდვები და ლოჯისტიკა, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ბიზნეს კონსალტინგი.

ფორუმის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ეკონომიკური ფოტო გამოფენა. დაინტერესებულ კომპანიებს შორის გაიმართება ორმხრივი შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.