ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 11,8%-ით გაიზარდა

2019 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 145,8 მლნ აშშ დოლარი (400,4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11,8%-ით მეტია 2018 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93,9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი ფულადი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 93, 9% მოდიოდა.

სებ-ის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ ჯამში - 57,13 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, დანარჩენი ქვეყნებიდან კი - 88,65 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება ფულად მოცულობებს კონკრეტული ქვეყნების მიხედვით, ასე გამოიყურება:

იტალია - 20,31 მლნ აშშ დოლარი

საბერძნეთი - 16,64 მლნ აშშ დოლარი

გერმანია - 4,23 მლნ აშშ დოლარი

ესპანეთი - 4,19 მლნ აშშ დოლარი

პოლონეთი - 2,69 მლნ აშშ დოლარი

საფრანგეთი - 2,34 მლნ აშშ დოლარი

გაერთიანებული სამეფო - 1,49 მლნ აშშ დალარი

კვიპროსი - 1,28 მლნ აშშ დოლარი

რუსეთი - 34,80 მლნ აშშ დოლარი

აშშ - 15,96 მლნ აშშ დოლარი

ისრაელი - 13,74 მლნ აშშ დოლარი

თურქეთი - 7,76 მლნ აშშ დოლარი

უკრაინა - 3,75 მლნ აშშ დოლარი

ყაზახეთი - 1,93 მლნ აშშ დოლარი

აზერბაიჯანი - 1,92 მლნ აშშ დოლარი

ყირგიზეთი - 1,56 მლნ აშშ დოლარი

კანადა - 1,24 მლნ აშშ დოლარი

სომხეთი - 1,06 მლნ აშშ დოლარი