რა ანაზღაურება ექნება მომღერალ ზურაბ ხაჩიძეს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

"ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" წევ­რი, მომ­ღე­რა­ლი ზურა ხა­ჩი­ძე გუ­შინ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვი­ლის მე­სა­მე მო­ად­გი­ლის პოსტზე და­ი­ნიშ­ნა. როგორც ცნობილია, ხაჩიძე ტუ­რიზ­მის, კულ­ტუ­რის და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით იმუშავებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ანაზღაურება ექნება ზურაბ ხაჩიძეს აღნიშნულ პოსტზე. აღსანიშნავია, რომ რწმუნებულებისა და მათი ადმინისტრაციის თანამშრომელთა სარგო ოდენობა კანონით რეგულირდება, კერძოდ, „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით.

აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ მთავრობამ დადგენილება მიმდინარე წლის 28 მაისს მიიღო. რომლის თანახმადაც, სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობრივი სარგო თვეში - 5 900 ლარი, წლის განმავლობაში - 70 800 ლარითაა განსაზღვრული.

ამავე დადგენილებით, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის სარგო თვეში - 3 000; ხოლო წელიწადში - 36 000 ლარია განსაზღვრული. რაც შეეხება მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობრივი სარგო თვეში - 2 900, წელიწადში კი - 34 800 ლარით არის განსაზღვრული.

ცნობისთვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ ხაჩიძემ საკუთარ ანაზღაურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, რწმუნებულის მოადგილის ანაზღაურება 1 500 ლარია.

შეგახსენებთ, რომ მომ­ღე­რლის ზურა ხა­ჩი­ძის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში სამ­ხა­რეო რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია 12 ივნისს გავრცელდა.

„ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო თა­ვად გუ­ბერ­ნა­ტო­რის­გან, ასე­ვე რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის­გან. ერთი კვი­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ბა­ტონ სო­ზარ სუ­ბარ­თან და ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვილ­თან,“-აღნიშნა თავად ხაჩიძემ.

თაია არდოტელი