ფუფუნების საგნების, კონკრეტულად კი ძვირად ღირებული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, საათების და აქსესუარების გაყიდვების მაჩვენებელი გაიზრდება. ამის შესახებ უცხოური მედია კომპანია Bain&Co-ს და ფუფუნების საგნების იტალიური ასოციაციის Fondazione Altagamma-ს პროგნოზზე დაყრდნობით წერს.
2018 წელს ფუფუნების საგნების/პროდუქციის ბაზარი 6%-ით, 260 მლრდ ევრომდე გაიზარდა. Bain&Co-ის ექსპერტები თვლიან, რომ ამ სეგმენტის ზრდა მინიმუმ 2025 წლამდე გაგრძელდება წლიურად საშუალოდ 3-5%-ის ფარგლებში. მათივე პროგნოზით, 2025 წლისთვის ბაზრის მოცულობა 320-365 მლრდ ევროს მიაღწევს.
შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისთვის ლუქს-კლასის პროდუქციის ბაზარი 2011 წელთან შედარებით გაორმაგდება. ეს კი მოხდება ახალგაზრდა ჩინელი მყიდველებისა და ონლაინ-გაყიდვების გააქტიურების შედეგად - აღნიშნულია Bain&Co-ის და Fondazione Altagamma-ის ანგარიშში.
Bain&Co-ში ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორიები იქნება - ფეხსაცმელი, ჩანთები და საიუველირო ნაწარმი. კვლევის მიხედვით, მდგრად ზრდას აჩვენებს კანის მოვლისა და მაკიაჟის საშუალებები, რომლებიც ნაწილობრივ კომპენსირებას ახდენენ პარფიუმერული პროდუქციის ზომიერ გაყიდვებზე. მაგრამ ტანსაცმლის გაყიდვები სტაგნაციას გამოიწვევს.