ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შემცირებას "ჩვეულებრივ მოვლენას" უწოდებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შემცირებას "ჩვეულებრივ მოვლენას" უწოდებს.

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამაში საგანგაშო არაფერია, ვინაიდან სავალუტო რეზერვები ხან მცირდება, ხან - იზრდება.

"საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გასული წლის განმავლობაში 500 მილიონი დოლარით გაიზარდა და მერე 440 მილიონით შემცირდა, ანუ ჯამში გაიზარდა. ამავე დროს, წელს უკვე სამჯერ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვები შეიძინა და დაწყებულია ზრდის პროცესი, ესაა ჩვეულებრივი მოვლენა, სავალუტო რეზერვები ხან შემცირდება, ხან გაიზრდება", - განუცხადა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ერთ წელიწადში 15%-ით შემცირდა.