1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7468 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7468 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7389 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0079 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0943 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0914 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0029 ლარი შეადგინა.