„მაგთისატს“ რეგიონებში კონკურენტი გამოუჩნდა

„სილქნეტი“ თანამგზავრულ ტრანზიტულ მაუწყებლობას იწყებს თბილისსა და რეგიონებში. უფრო კონკრეტულად კი, სილქნეტმა შექმნა ახალი პროდუქტი - ,,სილქსატი“, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ტელეარხებს სატელიტური ტექნოლოგიის მეშვეობით მიაწვდის. შეთავაზებულ პაკეტში 100-ზე მეტი არხია თავმოყრილი, როგორც ქართული, ისე უცხოური. აღსანიშნავია, რომ „სილქსატით“ მომხმარებელი მხოლოდ უცხოური გასართობ არხებს მიიღებს და არცერთი საინფორმაციო არ იქნება.

,,სილქსატის“ ინსტალაცია უფასოა. ამასთან, სატელევიზიო პროდუქტთან ერთად, მომხმარებელი დამატებით მიიღებს ,,ჯეოსელის“ 2 სიმ ბარათს ულიმიტო საუბრებით ჯეოსელის ქსელში, ულიმიტო სმს-ებითა და 700 მეგაბაიტი ინტერნეტით.

„სილქნეტის“ წარმომადგენლების თქმით, კომპანიის მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის, ლიცენზირებული სატელევიზიო არხები. ახალი სატელიტური პაკეტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, არალეგალურად მიწოდებული სატელევიზიო არხების ნაცვლად, მიიღოს ლიცენზირებული მაღალი ხარისხის მაუწყებლობა. ამასთან, კომპანიაში ამბობენ, რომ „სილქნეტის“ მთავარი პრიორიტეტია პასუხისმგებლიანი ბიზნესის წარმოება და სასარგებლო მოქალაქეობრივი პოზიციონირება როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ასევე საზოგადოებისთვის უკეთესი, მდგრადი გარემოს შესაქმნელად.