ვანში "საქართველოს ბანკმა" ახალი სერვისცენტრი გახსნა

"საქართველოს ბანკმა" ვანში ახალი სერვისცენტრი გახსნა.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, ახლა, უკვე ვანის მოსახლეობაც შეძლებს Express მომსახურებით სარგებლობას. ახალი სერვისცენტრი, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული საბანკო ოპერაცია, თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს.

2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით "საქართველოს ბანკის" 211 სერვისცენტრი მოქმედებს.