Facebook-ი იმ ადამიანებს, ვის პერსონალურ მონაცემებსაც გამოიყენებს, ფულს გადაუხდის

კომპანია Facebook-მა ჩაუშვა ბაზრის საკვლევი საკუთარი აპლიკაცია — Study. ამ სერვისით მომხმარებლები შეძლებენ გარკვეული ოდენობის თანხის მიღებას, იმისთვის, რომ კომპანია მათ პერსონალურ მონაცემებს გამოიყენებს.

კომპანიაში განაცხადეს, რომ სერვისი ინფორმაციის მინიმალურ მოცულობას აკრეფს დარეგისტრირებულ მომხმარებლებზე და მათ ამის შესახებ ყოველთვის გააფრთხილებს, თუ რა სახის ინფორმაციას მოითხოვს. ეს შესაძლოა, იყოს მოწყობილობის ტიპის შესახებ ინფორმაცია, ან მის სმარტფონში აპლიკაციების რაოდენობა. კომპანიაში განაცხადეს, რომ Study არ აპირებს მოაგროვოს და მესამე მხარეს გადასცეს ისეთი მონაცემები როგორიცაა სახელი, პაროლი და პირადი ფოტოები.

ამ აპლიკაციის მომხმარებელი შეუძლია გახდეს ყველა, ვისაც უკვე შეუსრულდა 18 წელი. რაც შეეხება თანხას, რომელიც დაერიცხებათ, მათ კომპანია PayPal-ით გადაიხდის. ამ დროისთვის კომპანიის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, თუ რა ოდენობის თანხაზეა საუბარი.

უფლებადამცველების განცხადებით, სოციალური ქსელის ეს წინადადება გაზრდის ნდობასა და ლოიალურობას და ასევე მისცემს Facebook-ს ახალ ბერკეტებს გავლენა იქონიოს ციფრული რეკლამის ბაზარზე. თუმცა ამ უკანასკნელმა შესაძლოა სხვებს შეუქმნას პრობლემა.

კოკა კვირკველია