შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში სოკოს საწარმო დაფინანსდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით დაფინანსებული სოკოს საწარმო ,,თეთრი ქუდი" დაათვალიერა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების გაზრდა. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი ტიპის საწარმოების გახსნას შევუწყოთ ხელი. ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში, მთავრობის ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო, მათ შორის არის შეღავათიანი აგოკრედიტის პროექტიც, რომელიც უკვე მეორე წელია წარმატებით მიმდინარეობს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ ,"თეთრი ქუდი" შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო და საწარმოს გადაიარაღება-გაფართოვება განახორციელა. დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები. საწარმოს წარმადობა 25%-ით გაიზარდა.

"2013 წელს ,"თეთრი ქუდი" 1300 ტონა სოკოს აწარმოებდა, წელს კი, 1500-1600 ტონამდე გაზრდას ვარაუდობენ. როგორც კომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, წარმოების გაფართოვებამ სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდა განაპირობა. 2013 წელს საწარმოში 120 ადამიანი მუშაობდა, დღეისათვის მათი რიცხვი 170-მდე გაიზარდა. უახლოეს მომავალში კომპანია "თეთრი ქუდი" ახალი მთავრობის ინიცირებით დაწყებულ პროექტში, "აწარმოე საქართველოში" ჩართვასაც გეგმავს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.